ფრიდონ ხალვაშის გამზირი 9 ივნისს უნდა გაიხსნას

07 ივნისი 2023, 11:51 1479 ნახვა

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ზეგ, 9 ივნისს უნდა გაიხსნას. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო.

ოთხი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  ერთი მონაკვეთი ე.წ. სტეფანოვკის ხიდიდან მეჯინისწყლის ხიდამდე მაისის დასაწყისში გადაიკეტა და 21 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა ეს რიცხვი რამდენჯერმე შეიცვალა. 

ამ დრომდე გამზირზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გაჭიანურებული პროცესის გამო უკმაყოფილოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი