ბათუმის სკოლებში პირველკლასებისთვის 1776 თავისუფალი ადგილია

07 ივნისი 2023, 12:05 1117 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ უნდა დაიწყოს, თუმცა მსურველები ბათუმის ყველა სკოლაში ხვალ ვერ დარეგისტრირდებიან. მეექვსე საჯარო სკოლისა და მესამე საჯარო სკოლის ქართული სექტორის პირველი კლასები რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე უკვე შეივსო.

ბათუმის სკოლებში ამ ეტაპზე 1776 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, პირველ და მეორე ეტაპზე კი 1600 ზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ის ბავშვები, რომლებიც დარჩებიან საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლის გარეთ, განცხადების საფუძველზე მათთვის ადგილებს დაამატებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაცით, რეგისტრაცია ხვალ დილის 9-ზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი