ბათუმის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დღეს ჩანიშნული ყველა სასამართლო პროცესი გადადებულია.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში სამართალდამცველები მუშაობენ. სასამართლოს შენობაში ამჟამად არავის უშვებენ.
გადაიდო სასამართლო პროცესები. სამართალდამცველების მუშაობის მიზეზი, შესაძლოა, ანონიმური შეტყობინება იყოს.
ასევე, სამართალდამცველები მუშაობენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც. დაახლოებით ერთი საათის წინ სასამართლოს შენობიდან ადამიანები გაიყვანეს.