საქართველოს უსაფრთხოება ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ, პარალელურად ისაუბრეს ქალთა ჩართულობის ხელშეწყობასა და გამოწვევებზე.
ტრენინგი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდა , მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება.