„ქალთა ჩართულობის გაძლიერება შრომის ბაზარზე'' და „ქალების კარიერული არჩევანი'' - აღნიშნულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმატებულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება დასაქმების მაძიებელ ქალებს გაუზიარეს.
პროექტის მიზანს წარმოადგენს სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა გოგონების და ქალების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების ზრდა, მათი აქტიური და ხარისხიანი ჩართულობა შრომის ბაზარზე.