ძმამ ძმა მოკლა ხელვაჩაურში სოფელ კიბეში.მომხდარზე სოფელში საუბარი უჭირთ, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ დილის საათებში გასროლის ხმა იყო, მათივე ინფორმაციით, მკვლელი პოლიციას საკუთარ ნებით ჩაბარდა. დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.