ბსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად ფორუმს მართავს. სტუდენტებს საშუალება აქვთ კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღონ და გასაუბრებაც ფორუმის მსვლელობისას გაიარონ.
ფორუმში 40-მდე დამსაქმებელი მონაწილეობს,რომლებიც რამდენიმე ასეულ ვაკანტურ პოზიციას წარმოადგენენ. უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, გასულ წლებში კურდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70 პროცენტია, რასაც მსგავსმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი.