სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი ხვალ ქობულეთშიც, რომელიც ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებები 13:00 საათიდან იწყება.
მოეწყობა კრაფტის კუთხე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გააფერადონ ნახატები, გამოძერწონ.
დღის განმავლობაში ბავშვების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. 15:00 საათზე გაიმართება ბასტი ბუბუს კონცერტი.
18:00 საათზე კი ქობულეთის ბაღების გაერთიანების კონცერტით დასრულდება ღონისძიებები. ბავშვთა დაცვის დღისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 26-ათასი ლარია გამოყოფილი.