უკრაინამ მოსკოვზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ ყველა დრონი ქალაქთან მიახლოებისას განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის მერის განცხადებით, გამთენიისას თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, რომლიდანაც მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. დრონებით თავდასხმის მიუხედავად, მოსკოვის აეროპორტების მუშაობა არ შეფერხებულა.
ნიუ-იორკ თაიმსი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თვის დასაწყისში კრემლზე დრონებით თავდასხმის უკან უკრაინა დგას.
კიევი რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებას საჯაროდ არ აღიარებს.