დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

17 თებერვალი 2017, 00:00 4032 ნახვა

რამდენიმე საათში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი შეხვდება. თუმცა გიორგი ფანცულაია ისევ საუბრობს დაცვის მხარის არათანაბარ პირობებში ყოფნასა და კონკრეტული პირების მიერ  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. მთავარ პრობლემად კი როგორც სასულიერო პირის ინტერესების დამცველი აცხადებს, ისევ გაუთქმელობის დოკუმენტი რჩება, რის გამოც მათი უფლებების დაცვა ვერ ხერხდება. სწორედ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სთხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას. ამასთან მესამე სექტორი დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვაზეც საუბრობს. ამ წუთებში კი დაკავებულ სასულიერო პირს ხვდება  ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე. პარალელურად  სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად, მამალაძის გვარის რამდენიმე წარმომადგენელია შეკრებილი.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი