ოპოზიციის უარი ხელისუფლებას

28 მაისი 2023, 14:50 674 ნახვა

ორ დღეში პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს. მმართველი გუნდის შეთავაზების 10-დღიანი ვადა იწურება, ოპოზიციამ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებზე უარი თქვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები აცხადებენ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიზეზად კი ხელისუფლებისადმი უნდობლობას ასახელებენ. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შემდეგ უმაღლეს საბჭოში ადგილები კვლავ ვაკანტური დარჩება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.მათივე თქმით, ოპონენტები არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ და ხელს უშლიან ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს.

საბჭოს 3 წევრი დეპუტატებმა უკვე აირჩიეს, დარჩენილ ორ ადგილზე კი არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი