სტარტაპ სამიტი ბათუმში

27 მაისი 2023, 20:01 501 ნახვა

საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრება იწყება, ღონისძიებასთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც მთავარი საკითხი,  საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და საკუთარი ბიზნეს იდეების გაფართოებაა. სტარტაპებისთვის სტარტაპების მსოფლიო თასი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრებაა, რომლის საპრიზო ფონდი მილიონ დოლარს  შეადგენს.

ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი რეგიონული შეჯიბრება იმართება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში, მათ შორის საქართველოში.

დღეს საღამოს, ბათუმში ჩატარდება ეროვნული შეჯიბრება რჩეულ ქართულ სტარტაპებს შორის, ხოლო გამარჯვებული ფინალურ ღონისძიებაზე  სან ფრანცისკოში გაემგზავრება და ბრძოლას მთავარი პრიზის მოსაპოვებლად გააგრძელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში