დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები

26 მაისი 2023, 20:03 1077 ნახვა

საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. -  დამოუკიდებლობის მილოცვის ტალღას შეუერთდა დიდი ბრიტანეთის მეფეც, ვიდეომიმართვა გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც.  მილოცვის წერილი გაავრცელა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტმა. მისალოცი ტექსტი გაავრცელა ასევე უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერმაც დავით არახამიამ. - ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანელმა კოლეგამაც. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და საერთაშორისო მილოცვები - ვნახოთ რეპორტაჟი

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში