“ევროპა ჩვენი სახლია” - აქცია-პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან

26 მაისი 2023, 14:40 645 ნახვა

''ევროპა ჩვენი სახლია'' - ამ სლოგანით ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მხარდამჭერები  დღეს აჭარის მთავრობის სახლთან  შეიკრიბნენ. ასე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, მათ მცდელობას რომ ევროკავშირის დროშა მთავრობის შენობაზე განეთავსებინათ ხმაური მოჰყვა.

გზა ევროპისკენ და თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს ეს იყო აქციის ერთ-ერთი გზავნილი, ოპოზიციამ გააპროტესტა საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დამოუკიდებლობის დღეს  ევროკავშირის დროშები არ  დომინირებს.

''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადებით, ხალხის არჩევანი  ევროპაა, ხელისუფლება კი ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

აქცია-პერფორმანსის გამო რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობაც, მოგვიანებით კი ხმაური მოჰყვა რუსული სანომრე ნიშნებით ავტომობილისთვის სავალი გზის  გახსნასაც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი