ავიაკომპანია „აზიმუტმა" აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

16 მაისი 2023, 14:15 671 ნახვა

კვირაში შვიდი დღე, ანუ ყოველდღე იფრენს თბილისის  მიმართულებით  რუსული ავიაკომპანია ''აზიმუტი'', რომელმაც  რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი  ქვეყნების სიიდან ამოიღო. 

კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელს  უნდა შეეყვანა  პირადი მონაცემები, მათ შორის ქვეყანა, რომლის დოკუმენტითაც მგზავრობს.  ქვეყნების შორის იყო  სამხრეთ ოსეთი  და აფხაზეთიც. არადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ირწმუნებიან სააგენტოში შესული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.  პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ხვალ არის დაგეგმილი.

ავიაკომპანიის ვებ გვერდზე მითითებულია, რომ 28 მაისამდე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, ბილეთის   ღირებულება 600 ლარამდეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი