ომის ვეტერანი პედაგოგი ქეთევან ლორია 100 წლის გახდა. საუკუნის იუბილე მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ქეთევან ლორიას პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში ათას ლარს გადასცემს. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 50 მოქალაქე ცხოვრობს.