უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები რუსეთთან - პოლიტიკური შეფასებები

15 მაისი 2023, 17:20 651 ნახვა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა. პუტინმა ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, ხვალიდან განახლდეს. რუსეთიდან პირდაპირი ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენას ოპოზიცია პუტინის ჯილდოდ აფასებს.აცახდებენ, რომ დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად,  საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ჯიუტად მიდის და შორდება ევროპას. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის საკითხის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არასწორია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი