უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი დახმარების საკითხი განიხილა. ზელენსკი ბრიტანეთს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას დახმარებისთვის.
თავის მხრივ, სუნაკმა შეაქო ზელენსკი და განაცხადა, რომ მისი ლიდერობა შთამაგონებელია. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკის შეხვედრა პრემიერის ჩექერსის რეზიდენციაში გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოს დღეს ეწვია. მანამდე ის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა.