უკრაინის წარმატება ბახმუტში

14 მაისი 2023, 11:05 530 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალები  ბახმუტის მიმართულებით წარმატებას  აღწევენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამხედროებით ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ანა მილიარის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება.

რაც შეეხება ქალაქში არსებულ სიტუაციას, იქ ვითარება უფრო რთულია, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, აგრესორები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ.

აღნიშნული მიმართულებით უკრაინის წარმატებაზე საუბრობენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტშიც, მათი განცხადების მიხედვით, გასული დღის მდგომარეობით გათავისუფლებულია 17 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი რუსი ოკუპანტების დანაკარგზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში ოკუპანტების 25 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.

გენშტაბის ცნობით, გვიან ღამით აგრესორმა გამოიყენა შაჰედის ტიპის დრონები, ასევე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევში. გასული დღის განმავლობაში მიკოლაევზე მტერმა 4 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით კი 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ინფორმაციით, განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალის მობილიზების 2 პუნქტი და საბრძოლო მასალის 2 საცავი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში