ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს.
ჯოზეფ ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ, ხაზი გაუსვა რუსეთის განზრახვას, არ თქვას უარი უკრაინის დამორჩილებასა და მის განადგურებაზე.
ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.