ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას 10-მდე ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრება და ქართველ კოლეგებთან ერთად, განხილვის მთავარი საკითხი სოფლის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაა. დისკუსიის ნაწილი ეთმობა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ტურისტულ პროდუქტს, სოფლად წარმატებულ ისტორიებს, სათავგადასავლო ტურიზმსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. რა გამოწვევების წინაშეა დღეს სოფლის ტურიზმი, ვნახოთ რეპორტაჟი.