თუ დღის წესრიგში დადგა ავიაკომპანიების სანქცირების საკითხი, ეს ცუდად აისახება ქვეყანაზე - მიაჩნიათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია საქართველოსთვის და თუ ფრენები აღდგება, უნდა გაკონტროლდეს, რადგან არ მიეცეთ ავიამიმოსვლის უფლება სანქცირებულ კომპანიებს.
დღეს მმართველ გუნდში ოპოზიციის ამ შეფასებაზე არაფერი უთქვამთ, თუმცა ხელისუფლების პოზიციაა, რომ სანქცირებული კომპანიები ვერ იფრენენ.