ქვირითობის პერიოდში თევზჭერა დასჯადია

11 მაისი 2023, 20:32 762 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ უკანონო თევზჭერას კანონი მკაცრად არეგულირებს,ზოგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადიცაა, მხოლოდ ბოლო 4 თვეში ათეულობით ბრაკონიერობის ფაქტი დადასტურდა. არადა ყველამ, ვინც თევზაობს იცის, რომ თევზჭერის აკრძალული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია, ისევე როგორც ქვირითობის პერიოდში თევზის დაჭერა.აქვე გეტყვით, რომ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაფრთხილებთ 31 აგვისტოს ჩათვლით, როცა  წყლის ბინადართა გამრავლების პერიოდია, აკრძალული თევზჭერის საშუალებები არ გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა 6 წლიანი პატიმრობით დასრულდეს თქვენი თევზაობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი