საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. აქ შესაძლებელი იქნება მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი.უკვე დასრულდა დანადგარების ინსტალაციური პროცედურები, დაკომპლექტდა კვალიფიციური პერსონალით, რომლებმაც გადამზადების პირველი ეტაპი საერთაშორისო ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობით გაიარეს.მიმდინარეობს ლაბორატორიული დანადგარების კალიბრაცია/კვალიფიკაციის ეტაპები და მეთოდების დანერგვის პროცესები უცხოელი ფარმ-ანალიტიკოსების დახმარებით. წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია დღეს ირაკლი ღარიბაშვლიმა დაათვალიერა.