დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში, როგორც თავად აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. იგი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს, ამბობს, რომ ის როგორც მოწმე საფრთხეშია. მისივე განცხადებით, მას უკვე დაენიშნა სახელმწიფო დაცვა. ირაკლი მამალაძე აცხადებს რომ იგი პროკურატურამ უკვე დაკითხა, თუმცა ამას არ ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ასევე პასუხგაუცემელია კითხვა, ვინ გადაიღო ვიდეო - მასალა, რომელსაც პროკურატურა მტკიცებულებად იყენებს, თუმცა ჯერ არ ასაჯაროვებს.