არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?! მას არავინ არ ეკითხება, როგორ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს და პოლიტიკას - პრემიერი

09 მაისი 2023, 11:54 718 ნახვა

ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი?! მე არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს! - ასე უპასუხა მთვრობის მეთაურმა  ჟურნალისტების კითხვას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ნიკა გვარამისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოგვარების გარეშე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ვერ მოგვარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ, გავაკეთო კომენტარი. არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი და ჩვენი ეს ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო; გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რათა მოეყვანათ ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება მათ გეგმას, ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა კოორდინააციის, შეთანხმებული მოქმედებების. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე.

"კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი, ასეთი, მე ვიტყოდი საუკუნის ძარცვა, იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ, მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები კი, გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები. მე მჯერა, რომ ევროპელი საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ერთად გამოვიძიეთ, გავხსენით და საბოლოო ჯამში, ნათელი მოეფინა ამ რეალობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში