პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი

08 მაისი 2023, 14:20 626 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარი უთხრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.    

ამ ეტაპზე პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რეგისტრირდება.

"ხალხის ძალა", რომელიც ცხრა წევრით იქნება წარმოდგენილი და ხუთწევრიანი პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი