ოპოზიციის განზრახვაა საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეთ წვდომა, სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი პარლამენტში, ე.წ-ლი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამბობენ ქართულ ოცნებაში, ამიტომ ოპონენტების ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ინიციატივად რჩება.
საკითხი განსაკუთრებულად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილსიში ერთ-ერთ შენობაში სავარაუდოდ ქოლ-ცენტრები იპოვეს.
გაჟღერდა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამაის ძმების სახელები. 5 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უსწრებდა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ექსპერტების მიერ გარკვეული ინფორმაციის გავრცელება - თქვა დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, რომლებმაც ამ თემას ბრიფინგი მიუძღვნა.
ვაშაძის განცხადებით, მიხეილ არახამია სავარაუდოდ სუს- ის დავალებით მოქმედებდა, დღეისათვის კი მას ვერავინ პოულობს და სავარაუდოდ, ქვეყნიდან არის გაყვანილი.