ტურისტული სეზონი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის ბრიფინგი

05 მაისი 2023, 14:30 2773 ნახვა

წელს კარგი ტურისტული სეზონი გველოდება - პროგნოზს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი აკეთებს.  შალვა ალავერდაშვილი  სასტუმროების ჯავშნების მიხედვით ტურისტების 65% გალფის რეგიონის ქვეყნებიდან ელოდება.  

რაც შეეხება პუტინის ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, მისი თქმით, ისინი  ტურისტებად არ მოიაზრებიან, რადგან უმრავლესობამ საქართველოში შეიძინეს საცხოვრებლები და დასაქმდნენ კიდეც.   

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა ზამთრის სეზონიც შეაჯამა და თქვა, რომ კლიმატური პირობების გამო  სეზონი ჩავარდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი