გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

04 მაისი 2023, 21:09 653 ნახვა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.

პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში