ოპოზიცია გეგმავს მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სარჩელი მოამზადოს, პროცესი უკვე დაწყებულია. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კომისიის შექმნის 4 მცდელობა ჩააგდო, ოპოზიციამ ბრძოლის სტრატეგია შეცვალა.
ახლა კონსტიტუციური უფლების დაბრუნებას 50 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოთი გეგმავს. მათი განმარტებით, მმართველი პარტია ხელს უშლის კომისიის შექმნას, რითაც ირღვევა კონსტიტუცია. მმართველი პარტია კი ისევ ამტკიცებს, რომ არც ქვეყნის მთავარი კანონის და არც რეგლამენტის დარღვევა არ მომხდარა.