იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინები გადაეცემა

04 მაისი 2023, 11:05 521 ნახვა

ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერის მიერ დაანონსებული სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს უნდა გადაეცეს.

7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი