ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრსა და კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო.