საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყო, დელეგაციის წევრები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. განხილვის მთავარი საკითხი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესია.
შალვა პაპუაშვილთან აუდიენციის შემდეგ შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან გაიმართება.
დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებთან.