გერმანიის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის „ნდრანგეტას“ გამოძიების ფარგლებში ათობით ადამიანი დააკავა. ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა და პოლიცია ავრცელებს.
მათი განცხადებით, დაკავებები გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის, ასევე ევროპოლისა და ევროჯასტის გამომძიებლების მიერ კოორდინირებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება, თაღლითობა და ნარკოტიკების კონტრაბანდა.