18 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. უბედური შემთხვევა ნაიარიტის შტატში მოხდა.
მგზავრებით სავსე ავტობუსი, რომელიც შტატის დედაქალაქ ტეპიკსა და პუერტო ვალარტას დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრაობდა, 15 მეტრიან ხევში გადავარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაღუპულებს შორის 11 ქალია. დაშავებულთაგან 11 არასრულწლოვანია, ისინი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.