„უცნობის“ დაანონსებული აქცია 

30 აპრილი 2023, 20:10 521 ნახვა

რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "აი უცნობი". აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" თამაშს უყურებდნენ.

საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში