საკრებულოს სხდომის დასაწყისში ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმობის სარეკლამო პოსტერი გამოფინა და ირწმუნებიან, რომ მმართველმა გუნდმა ბანერზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელებული პროექტები დაიტანა.
სხდომათა დარბაზში ამ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. მათ რეზო ხარაზის განცხადებას ტაშით უპასუხეს.
მოგვიანებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც ნოდარ დუმბაძე აცხადებს, სხდომას, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი არ ესწრებოდა. მისი თქმით, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, სხდომაზე სწორედ მაშინ დადიოდა არჩილ ჩიქოვანი, ხოლო როცა ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დაბრუნდა, მერი საკრებულოში აღარ დადის.