ფოტოგრაფების საქმე

28 აპრილი 2023, 14:09 723 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფოტოგრაფების საქმეზე“ საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. როგორც ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მისივე თქმით, მსგავს მუხლზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ სცნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი