მარტში საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა

28 აპრილი 2023, 10:51 678 ნახვა

“რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა.

გამოძიება გრძელდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე. ინფორმაციას მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

ორგანიზაცია მარტის აქციებზე რუსთაველის გამზირზე დაზარალებული 21 ჟურნალისტის და ოპერატორის ინტერესებს იუსაიდის მხარდაჭერით იცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი