ენმ-ის ბრიფინგი ცეცხლაურის ნაგავსაყართან და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

27 აპრილი 2023, 11:50 981 ნახვა

"გაჩერებული და დროში გაწელილი პროექტი, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს" – ეს განცხადება დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში  ახალ ნაგავსაყართან გააკეთეს.    

ამბობენ, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე  მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის სახითაა გამოყოფილი.  

ახალი ნაგავსაყარის მშენებლობის  პროექტი  2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არც ახალი ნაგავსაყარი აქვს ბათუმს და არც ძველის დახურვის პროცედურები დაწყებულა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, მოგვიანებით სამუშაოები 2019 წელს განახლდა, რომელიც გეგმის მიხედვით 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მშენებლობის პროექტი არ დასრულებულა.

"სამწუხაროდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ მოსწონს, მაგრამ აჭარაში, პირველი საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია. უფრო მეტიც, პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ობიექტის ტექნიკურ აღჭურვაზე ტენდერია გამოცხადებული'' - ასეთია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი პასუხი.  

უწყების ინფორმაციით, პარალელურად, არასტანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვაციის პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და გადამტვირთი სადგური და ნარჩენების მიღება-დამუშავების ობიექტის მოწყობა დაემატა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი