ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

27 აპრილი 2023, 11:09 780 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს,  მერსინის პროვინციაში გაიმართება. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, ერდოღანი და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ და ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი მხარს უჭერს თავის ლიდერს.

როგორც იცით, ორი დღის წინ ერდოღანი ერთერთ არხზე გადაცემის მსვლელობის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც გადაცემა შეწყდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში