ბათუმში ველომარათონი იმართება. ღონისძიება ველოსიპედის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით დაიგეგმა.
სპორტისა და ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაციის მიზნით ველომარათონში საკრებულოს წევრები და 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
შეჯიბრებაში ნაწილი საკუთარი ველოსიპედით, ნაწილი კი ბულვარში განთავსებული „ბათუმველოს“ ველოსიპედებით მონაწილეობს.