ჩრდილოეთ კორეა ორბიტაზე ჯაშუში თანამგზავრის გასაშვებად ემზადება

19 აპრილი 2023, 10:26 679 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ოფიციალურ პირებს  გეგმის მიხედვით პირველი ჯაშუში თანამგზავრის გაშვება უბრძანა და აღნიშნა, რომ სადაზვერვო შესაძლებლობების  გაძლიერება  პრიორიტეტულია  აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მხრიდან საფრთხეებთან დასაპირისპირებლად.

ფხენიანში აეროკოსმოსური განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციაში ვიზიტისას  კიმმა  სხვადასხვა ორბიტაზე მრავალი სადაზვერვო თანამგზავრის განთავსება მოითხოვა, რათა  ქვეყნის სათვალთვალო შესაძლელობები გაძლიერდეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა  ქვეყნის ლიდერის კადრები, რომელსაც თან ახლავს ქალიშვილი და რომელიც   მაღალჩინოსნებს  თანამგზავრის დაბურული გამოსახულების ფონზე ესაუბრება.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი