იტალიის პოლიციამ კოკაინის რეკორდული რაოდენობა ამოიღო

17 აპრილი 2023, 14:25 679 ნახვა

იტალიის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის განცხადებით,  სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ზღვაში  2 ტონა კოკაინი იპოვეს, რომლის საბაზრო ღირებულება  400 მილიონ ევროს აღემატება.  

ქვეყნის ფინანსურმა პოლიციამ მას "რეკორდული" კონფისკაცია უწოდა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკი ინახებოდა დაახლოებით 70 წყალგაუმტარ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებული იყო  მეთევზეების ბადეებში და აღჭურვილი იყო მანათობელი  მოწყობილობით. 

ვარაუდობენ, რომ ტვირთი ზღვაში სატვირთო გემიდან გადააგდეს, რათა მოგვიანებით   მისი პოვნა შეძლებოდათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი