თავდაცვის მოქმედი მინისტრი მისი წინამორბედის, დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, დღემდე ვერ გამოასწორეს უწყების ფინანსური ანგარიშგება.
საუბარია იმ ხუთ მილიონ ლარზე, რომლის გაფლანგვაშიც ედება ბრალი კეზერაშვილს. ბურჭულაძის შეფასებითვე ეს არა ბიუჯეტის, არამედ სახელმწიფოს ორგანიზებულად ძარცვა იყო.
რაც შეეხება ბიბისის საგამოძიებო ფილმს, ამ კონტექსტში კი თქვა, რომ სწორედ საქართველოში დაწყებული 5 მილიონის ფლანგვის გაგრძელებაა ევროპელი პენსიონერების ძარცვა.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ახლა უნდა გაირკვეს როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.