„ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს - ზურაბ ჩხაიძე

12 აპრილი 2023, 19:26 1101 ნახვა

ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხეიძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყოველთვის ხდება ლაბორატორიული კვლევის შედეგების გადამეორება.

„ამჯერადაც გავიმეორეთ ყველა ანალიზი, განსაკუთრებით მის ძირითად დაავადებებთან უკვე რაც გვქონდა გამოტანილი და რაც შედის კვლევის პაკეტში, მათ შორის გაგზავნილი იყო ანალიზი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან და ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, ნორმის ქვედა ზღვარზე უფრო ქვემოთ. მაისშიც გვქონდა გაგზავნილი მსგავსი ანალიზი და ეს ანალიზი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ნორმა იყო მაშინ, ნორმა არის დღესაც, მაგრამ ზოგიერთი მეტალის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია. ეს მიუთითებს, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლას, ყოველ შემთხვევაში, მწვავე მოწამვლას მასთან ადგილი არ აქვს. მეტალებით შემცველობა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც, დაბინძურებული გარემოს პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს რაღაც პროცენტული რაოდენობა. ეს მეორედ შესრულებული კვლევაა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“, – აცხადებს ჩხაიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი