აშშ ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

10 აპრილი 2023, 14:30 643 ნახვა

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ სოციალურ მედიაში ტაივანზე იმიტირებული თავდასხმის მოკლე ანიმაცია გამოაქვეყნა. მასზე ასახულია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმები კუნძულის ტერიტორიის მიმართულებით.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  ორშაბათს  ტაივანის გარშემო 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირეს.

პეკინმა, რომელიც  დემოკრატიულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო 8 აპრილს ერთი დღის შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკკარტის შეხვდა. 

წვრთნებს პეკინმა ტაივანის მიმართ „მკაცრი გაფრთხილება“ უწოდა.   აშშ-მა ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი