საბერძნეთსა და მალტას შორის ღია ზღვაში კატასტროფას განიცდის ხომალდი, რომელიც ლიბიის ტობრუკის ნავსადგურიდან გამოვიდა და რომლის ბორტზე 400-მდე მიგრანტი იმყოფება.
მიგრანტების ხომალდიდან განგაში სიგნალის მიღების მალტის ხელისუფლებას სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ხომალდი ახლა მალტის სამძებრო-სამაშველო რაიონში იმყოფება. ბორტზე მყოფები პანიკაში არიან, ბევრს სამედიცინო დახმარება სჭირდება.
ხომალდს ამოეწურა საწვავი და ქვედა გემბანი წყლით ივსება, კაპიტანმა ხომალდი დატოვა.