აჭარაში წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მე-5 ფაზა საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში იწყება. დადგენილებას პარლამენტმა დაუჭირა მხარი.პროექტი ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემის მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას ითვალისწინებს.რა ჯდებაპროექტის ღირებულება და რა დამატებით სიკეთეს ითვალისწინებს პროექტი, ჩემი კოლეგა ქეთი კაცაძე ამზადებს რეპორტაჟს, რომელსაც მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.